ახალი ამბები მხოლოდ ქართული

13 ოქტომბერს წიგნის „ვილაპარაკოთ და ვწეროთ ქართულად“ პრეზენტაცია გაიმართება

13 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე, ეროვნული ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის ბაღში წიგნის – „ვილაპარაკოთ და ვწეროთ ქართულად“  პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი შედგენილია იოსებ (სოსო) ლებანიძისა და ნინო ლებანიძის მიერ.

ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი იოსებ (სოსო) ლებანიძე 1946 წლის 27 აგვისტოს დაიბადა. იგი ათეული წლების განმავლობაში გამომცემლობა „საქართველოს“ რედაქტორი იყო. შემდეგ, ოცი წელი, ემიგრაციაში იმყოფებოდა. როდესაც ემიგრაციიდან დაბრუნდა, ფიზიკური ტრავმა მიიღო. ამ პერიოდში ქართული ენის სახელმძღვანელო – „ვილაპარაკოთ და ვწეროთ ქართულად“ – დაწერა.

ეროვნული ბიბლიოთეკა დაინტერესებულ პირებს 13 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში, ეპიდემიასთან დაკავშირებული ყველა წესის დაცვით, უმასპინძლებს.

ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა იქონიოთ პირადობის მოწმობა და გთხოვთ, წინასწარ შეგვატყობინოთ. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი შეტყობინებით.

მოგვწერეთ სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

ტელ.: 595 300 441

ელ.ფოსტა: mchkonia@nplg.gov.ge

სხვა სიახლეები

”საყვარელო კატი, დაავლე ბავშვებს ხელი და ჩამოდი….” – თამარ ივერის წერილი ჩინელ მეგობარს

Editor

ფრანგმა ბიჭმა ღვინო იმერულ ქვევრში დააყენა

Editor

ისპანახობა ანუ  მე-19 საუკუნის თბილისის “მასობრივი მოლხენის” ტრადიცია 

Editor

ქართველი მოციგურავეები იტალიაში გრან პრის მფლობელები გახდნენ

Editor

“გროშობით შეკრებილი ფულით ჩავყარეთ საძირკველი”- როგორ შენდებოდა პირველი ქართული უნივერსიტეტი

Editor

პოლონეთში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის კონცერტი გაიმართა

Editor