სლოვაკეთში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა – რა უნდა იცოდნენ ქართველმა ემიგრანტებმა 

სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბოლო ორი კვირის მანძილზე კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა. სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სლოვაკეთის ტერიტორიაზე 2020 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება ახალი შეზღუდვები:

  • კვლავ სავალდებულო ხდება დამცავი ნიღბის ტარება ქუჩებში. გამონაკლისია ტყეები და ბუნებაში არსებული სხვა დიდი სივრცეები, იმ შემთხვევაში თუკი ადამიანები იმყოფებიან ხუთმეტრიან დისტანციაზე ან ოჯახის წევრებთან ერთად.
  • გაუქმდებ თავშეყრის ღონისძიებები. გამონაკლისი იქნება ქორწილი, ნათლობა და პანაშვიდები, რომლებიც შეზღუდვებით უნდა ჩატარდეს
  • თავისუფლდება შეზღუდვისაგან ფეხბურთის, ყინულის ჰოკეის, ფრენბურთის, კალათბურთისა და ხელბურთის მაღალი რანგის საერთაშორისო შეჯიბრებები, თუმცა მატჩები ჩატარდება გულშემატკივრების გარეშე და სპორტსმენებს მოუწევთ PCR უარყოფითი ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
  • აიკრძალება ბარებისა და რესტორნების მომსახურება დახურულ სივრცეში.
  • დაიხურება საცურაო აუზები, საუნები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები.
  • შეიზღუდება მყიდველთა რაოდენობა მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში და დაიშვება ერთი ადამიანი 15 კვადრატულ მეტრზე. ძალაში რჩება არსებული  წესები – დისტანციის დაცვა, ხელების სადეზინფექციო სითხით დამუშავება და ნიღბის ტარება.
  • ხელახლა იქნება შემოღებული სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში სპეციალური სავაჭრო საათები 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის. ეს დრო განსაზღვრული იქნება დილის 9 საათიდან 11 საათამდე.
  • რაც შეეხება სასწავლო პროცესს, 12 ოქტომბრიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ საჯარო სკოლები.
  • ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს სწავლას საბავშვო ბაღები და დაწყებითი კლასები (მეხუთე კლასის ჩათვლით).
  • ამასთან, სავალდებულო ხდება დამცავი ნიღბის ტარება დაწყებითი კლასების ყველა მოსწავლისთვის სკოლაში ყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე.
  • საბავშვო ბაღებში ნიღბის ტარება არ არის სავალდებულო, თუმცა ხელისუფლება ურჩევს ბავშვებს და მათ მშობლებს ნიღბის ტარებას.
  • ნიღბის ტარება ასევე არ მოეთხოვებათ სამ წლამდე ასაკის ბავშვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები