საქართველო ოსლოში “ფრანკოფონია 2020”-ის კვირეულში მონაწილეობს

12 ოქტომბერს ოსლოში გაიხსნა „ფრანკოფონია 2020“-ის კვირეული, რომლითაც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIF) 50-ე წლისთავი აღინიშნება. საქართველოს საელჩო ნორვეგიის სამეფოში ფესტივალში მონაწილეობას წელს პირველად იღებს. 12 ოქტომბერს, მოკლემეტრაჟიანი ფილმების დღეს საქართველო წარდგება დოკუმენტური ფილმით „ფიროსმანი“.

Covid-19 პანდემიის გამო, ნაწილობრივ ციფრულ ღონისძიებაზე საქართველო მოკლე ვიდეოებითაც მიიღებს მონაწილეობას, სადაც საქართველოზე, როგორც ფრანგულ ენასა და კულტურასთან მჭიდრო კავშირის მქონე ქვეყანაზეა საუბარი.

საქართველო 2004 წლიდან გაწევრიანებულია ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციაში, როგორც დამკვირვებელი ქვეყანა, რის შედეგადაც მონაწილეობა აქვს მიღებული ორგანიზაციის რიგ სამიტებსა და საპარლამენტო ასამბლეის სესიებში. 88 წევრს შორის არიან ფრანგულენოვანი ქვეყნები და საფრანგეთთან და ფრანგულ კულტურასთან მჭიდრო კავშირის მქონე სახელმწიფოები. საქართველო აქტიურადაა ჩართული ფრანკოფონიის ორგანიზაციის კულტურულ და საგანმანათლებლო ცხოვრებაში.

ფრანკოფონია მსოფლიოს ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 57 წევრ ქვეყანას და  23 დამკვირვებელს, მათ შორის, საქართველოს.  

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.