ქართული ანიმაციური ფილმი „იგი“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმის გამარჯვებული გახდა.
ქართული ანიმაციური ფილმი „იგი“, რომლის რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილი, ხოლო პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა არის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმის გამარჯვებული გახდა.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმი 6-8 ოქტომბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ჟიურიმ გამარჯვებულები 28 ანიმაციური პროექტიდან ოთხ კატეგორიაში გამოავლინა.