9 ოქტომბერი ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღეა 

“მე დამივლია ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში, ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყოველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა” – სამშობლოსადმი მიძღვნილი ამ სიტყვების ავტორი,  ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ნიკო ნიკოლაძე  1843 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა.  

ქართველმა ერმა ნიკო ნიკოლაძეს, როგორც პროგრესულ მოაზროვნესა და სამოციანელთა ერთ-ერთ თვალსაჩინო მეთაურს, სიცოცხლეშივე დაუმკვიდრა ადგილი ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის გვერდით. ეს უფლება ნიკო ნიკოლაძეს მოუპოვა მრავალმხრივმა და მრავალფეროვანმა პუბლიცისტურმა მოღვაწეობამ, ღრმა ტექნიკურ-ეკონომიკურმა განსწავლულობამ და, რაც მთავარია, მის საქმიანობაში გამოვლენილმა მამულის სიყვარულმა.

“ადვილად შენაძენი, ნაპოვნი, ნაჩუქარი არც კერძო კაცს დააყრის ხეირს, არც მთელს

საზოგადოებას, კაცისთვის და ქვეყნისათვის მარტო ის არის გამოსადეგი და ძვირფასი,

რაც იმას თავისი შრომით, ოფლის ღვრით და ბრძოლით შეუძენია. მარტო ამგვარ

შენაძენს აფასებს ის, მარტო იმით სარგებლობს გადუჭარბებლათ და დასვენებულად,

მარტო იმას ინახავს ძვირფას საუნჯესავით, თავისი შთამომავლობისათვის

გადასაცემად. ნაპოვნი და ნაწყალობები კი, თითქმის ყოველთვის, ისევ ისე ადვილად

იკარგება, როგორც ადვილად ნაშოვნი იყო… “ – წერდა ნიკო ნიკოლაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები