,,ბედნიერი ვარ, რომ ამ უკვდავ წიგნში, ჩემი ძვირფასი ძმისშვილის მიერ ქართული ასოებით დაწერილი სტროფია”

,,ესრა შარდაღმა (ბერიძემ) ვეფხისტყაოსნიდან სტროფი დაწერა…
ჩემს უმცროსი ძმისშვილს ესრას ყოველთვის აინტერესებდა ქართული, მაგრამ მე ძალიან დატვირთული ვიყავი და ვერ მოვიცალე მისთვის. მოკლედ ერთ დღესაც დავიწყეთ ქართულად წერა-კითხვის შესწავლა. იმ დღიდამ მოყოლებული სულ დედაენის წიგნით დადიოდა ყველგან. გასულ წელს სოფელში ვიყავი. ერთი თვის შემდეგ ძმა ოჯახით ჩამოვიდა. ესრას მაშინაც წამოღებული ჰქონდა დედაენა და ქართულის რვეული. როცა დროს ვიპოვიდი დავუძახებდი და ვმეცადინეობდით. ესრამ თავისი მონდომებით ისწავლა მშობლიური ქართული ენა. ერთ დღესაც სტამბოლის შოთა რუსთაველის სახ.კულტურის ცენტრში გვესტუმრა და უკვდავი პოემის ხელნაწერი ,,ვეფხისტყაოსანი” პროექტში მიიღო მონაწილეობა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ უკვდავ წიგნში ჩემი ძვირფასი ძმიშვილის მიერ ქართული ასოებით დაწერილი სტროფია. ვამაყობ შენით ესრა!!!” – წერს სოციალურ ქსელში თურქეთის შოთა რუსთაველის ცენტრის დამფუძნებელი, ორჰან ბერიძე.

ორჰან ბერიძე საქართველოდან თურქეთში გადასახლებული მეოთხე თაობის ქართველია, რომლის წინაპრებიც აჭარიდან იყვნენ.  მან ქართული ენა 45 წლის ასაკში შეისწავლა, ასევე ზეპირად შეისწავლა ,,ვეფხისტყაოსნის’’ უამრავი თავი და გენიალურ ქართულ პოემას თურქეთში მცხოვრებ ქართველობასაც აცნობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები