ავსტრიაში განათლების მიღების მსურველთათვის დღეს საინფორმაციო ვებინარი ჩატარდება 

2020 წლის 9 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:00 საათზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუკგვერდზე, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით, გაიმართება ვებინარი სტუდენტებისთვის „ისწავლეთ ავსტრიაში!“, ავსტრიაში განათლების მიღების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

ვებინარში მონაწილეობას მიიღებენ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქეთევან ციხელაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი. ვებინარს გაუძღვება ავსტრიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი სალომე სალაძე.

ვებინარის მსვლელობისას ქართველ სტუდენტებს (და პოტენციურ სტუდენტებს) ექნებათ საშუალება გაეცნონ ისეთ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას, როგორიც არის ავსტრიაში სწავლის შესაძლებლობები, წესები და პროცედურები, აპლიკაციები და რეგისტრაცია, სწავლასთან და ბინადრობასთან დაკავშირებული საკითხები, ვიზები, დაზღვევა, გრანტები და დასაქმების შესაძლებლობები. ვებინარი ჩატარდება ქართულ ენაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები