ოსკარზე საქართველოს ფილმი “დასაწყისი” წარადგენს 

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის “დასაწყისი” იქნება –  გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.

ფილმი რამდენიმე დღის წინ სან სებასტიანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა. ფილმმა ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა და კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, „ოქროს ნიჟარა“ მოიპოვა. „ვერცხლის ნიჟარა“ გადაეცათ დეა კულუმბეგაშვილს, როგორც საუკეთესო რეჟისორს და ია სუხიტაშვილს, როგორც საუკეთესო მსახიობ ქალს.

“დასაწყისი” იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მძინარე პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, მას შემდეგ რაც იგი საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.