“სიჩუმის პოეზია” – გია ყანჩელის მინიატურები ვენაში აუდიოალბომად  გამოუშვეს

ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალების ერთი წლის თავზე, 7 ოქტომბერს, ვენაში მოღვაწე ქართველმა შემსრულებლებმა მისი ხსოვნის პატივსაცემად აუდიო-ალბომი გამოსცეს.

პიანისტმა ქეთევან სეფაშვილმა, სოპრანო მადინა კარბელმა და ფლეიტისტმა თემო ხარშილაძემ გია ყანჩელის ცნობილი მინიატურები ტრიოს სახით ახლებური არანჟირებით ჩაწერეს და ალბომს „სიჩუმის პოეზია“ უწოდეს.

გია ყანჩელის აუდიო-ალბომის პრეზენტაცია, რომელიც ცნობილმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ Gramola-მ გამოსცა, Gustav Ignaz Stingl-ის საფორტეპიანო გალერეაში გაიმართა და მას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ესწრებოდა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა შემსრულებლებმა გია ყანჩელის მინიატურები აუდიო-ალბომად გამოცემამდე, პირველად გასულ წელს, საქართველოს საელჩოს მიერ ქართველი კომპოზიტორის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე შეასრულეს, რომელიც ვენის ისტორიულ ტაძარ Minoritenkirche-ში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.