მადატაფასა და ბუღდაშენის ტბები საერთაშორისო მნიშვნელობის ტერიტორიის სიაში შეიტანეს

საქართველოს წარდგინებით, ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ (რამსარის) კონვენციის სამდივნომ მადატაფასდა ბუღდაშენისტბები საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შეიტანა. 

აღნიშნული ტბები გარშემორტყმულია ჭაობებით, ბალახოვანი მდელოებითა და მდინარეებით და მდებარეობენ ჯავახეთის პლატოზე ქვეყნის სამხრეთით.  ”რამსარის ტერიტორია” მნიშვნელოვანია რეგიონის ბიოლოგიური მრავალფეროვნებისთვის და განსაკუთრებით ფრინველებისთვის, რომლებიც აღნიშნულ ტბებს მიგრაციის დროს იყენებენ. კერძოდ, ტბები მდებარეობს აფრიკა-ევრაზიის სამიგრაციოგზაზე.

ბუღდაშენის ტბაზე გავრცელებულია 19-მდე ენდემურ მცენარეთა სახეობა და იგი მნიშვნელოვანია მრავალრიცხოვანი ფრინველთა სახეობებისთვის მათი მიგრაციისა და გამრავლების პერიოდში. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კლდოვანი კუნძული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილია სხვადასხვა წყლის ფრინველებისთვის, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი ველის პრანწიასთვის(Vanellus gregarius) და ეროვნულ დონეზე მოწყვლადი ვარდისფერი ვარხვისთვის(Pelecanus onocrotalus). ტერიტორია ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის მასშტაბით მოწყვლადი წითელი იხვისთვის(Tadorna ferruginea) რომელიც ამ ტერიტორიაზე მრავლდება.

მადატაფასტბა მნიშვნელოვანია 200 – ზე მეტი ფრინველის სახეობისთვის, რომელთაგან მრავალს საფრთხე ემუქრება, ასეთებია: გარიელი(Melanitta fusca), ველის პრანწია(Vanellus gregarius), ქოჩორა ვარხვი(Pelecanus crispus) და წითელთავა ყვინთია(Aythya ferina). ტბა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნულ დონეზე გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი რუხი წეროსთვის(Grus grus), რომელიც მადატაფასტბაზე საერთაშორისო მნიშვნელობის რაოდენობით გვხვდება.

ამჯერად საქართველოში 4 რამსარის ტერიტორიაა: ცენტრალური კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორიები, ისპანის ტორფნარები, მადატაფასდა ბუღდაშენისტბები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.