ხატია ბუნიათიშვილი Cartier- ის ელჩი გახდა
ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიოს წამყვანი ფრანგული საიუველირო ბრენდის – Cartier-სელჩი გახდა. პიანისტმა პირველი ფოტოსესიაზე ბრენდის ყელსაბამები მოირგო.
“ბედნიერი ვარ და დიდი პატივია, რომ გავხდი ლეგენდარული და საკულტო Cartier-ის ელჩი.
მადლობა Cartier-ს. სასიხარულოა, რომ თქვენი ოჯახის წევრი ვარ და მსურს, მომავალში ერთად განვახორციელოთ ბევრი ლამაზი რამ, თქვენთვის დამახასიათებელი შარმითა და მომხიბვლელობით, ხელოვნებისა და კულტურისთვის, უთანასწორობის წინააღმდეგ და თითოეული ადამიანის უნიკალურობის აღსანიშნად“, – წერს პიანისტი სოციალურ ქსელში.