როგორ იმოსებოდნენ ძველ საქართველოში ქალბატონები – ანეტა ამილახვრის უნიკალური სამოსი საქართველოში დაბრუნდა 

საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორის, გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოში დაბრუნდა მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ცნობილი ემიგრაციისას ევროპაში წასული თავადის ქალის, ანეტა ამილახვრის უნიკალური კაბა. 

“როგორ იმოსებოდნენ ძველ საქართველოში ქალბატონები? აი, ასე, გემოვნებით და გაუხუნარი ფერებით. აბრეშუმის ეს უნიკალური სამოსი თავადის ქალ ანეტა ამილახვარს ეკუთვნის. კორსეტი 1900 წელს პარიზშია შეკერილი, კაბა 1898 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ანეტამ ისინი უცხოეთიდან გამოიწერა და ტფილისში ჩამოუვიდა, მერე იყო ვორონცოვის ქუჩა, ორთაჭალის ბაღები, “კოკეტკობა” და ბანქოს თამაშები… ანეტა ამილახვარს, ისევე, როგორც ბევრს, ევროპაში ემიგრაციამ მოუწია, გარდერობიც თან წაიღო, ანეტასთანა ბევრი იყო, სწორედ ამიტომაც საქართველოს თითქმის აღარ შემორჩა ევროპულ-თბილისური მოდის უნიკალური ნიმუშები.

ამ დანაკლისის თუ ხარვეზის შევსებას უკვე წლებია ვცდილობთ, ამ საქმეში განსაკუთრებულია დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის თანადგომა, დღესაც მათი დახმარებით კიდევ ერთ პატარა გამარჯვებას მივაღწიეთ და უცხოეთიდან დავიბრუნეთ ტფილისელიქალბატონის ეს უნიკალური სამოსი. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ფონდის მხარდაჭერით ანეტა ამილახვარისსამოსი საქართველოშია, არაფერს ვიტყვი მის ხიბლზე, ამბობენ სილამაზე დეტალებში შეიცნობაო, ჰოდა დააკვირდით სახელოების დაბოლოებას, ეს მანჟეტებიფრანგ ოსტატებს აბრეშუმის ყვავილებით გაუკეთებიათ” – წერს გიორგი კალანდია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.