თბილისის ზოოპარკში მატებაა – ჰამადრილების ოჯახს ახალი, “თავქარიანი” წევრი ჰყავს

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია, რომელიც ხშირად გვანებივრებს ცხოველების საინტერესო და სახალისო ისტორიებით, ამჯერად პრიმატისებრა ოჯახის წევრ, პატარა ჰამადრილსგვაცნობს. ახალშობილს ზედმეტსახელიც მარტივად, მისი გარეგნობის მიხედვით შეურჩიეს. 

“დღეს ჩვენი ახალშობილი უნდა გაგაცნოთ. ეს თავქარიანი არსება ჰამადრილების ოჯახის ახალი წევრია. თავქარიანი იმიტომ კი არაა, რომ ზედმეტად ცერცეტია, უბრალოდ გამელოტებული კაცის ვარცხნილობა აქვს და ქარი ხან მარჯვნიდან უქიქინებს თავზე, ხან – მარცხნიდან.

ჰო, ქვაზე დახატულ ეშმაკს კი ჰგავს, ცოტა არ იყოს, მაგრამ ეგ არაფერი. ცოტა ხანში ისე დამშვენდება, გიშრის დაკიდება მოგვიწევს, თვალი რომ არ ეცეს” – წერს თბილისის ზოოპარკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.