ქართველმა ემიგრანტებმა ამერიკაში თბილისობა აღნიშნეს 

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა, ტრადიციისამებრ, თბილისობის დღესასწაული აღნიშნეს. 

“თბილისობა 2020 არაჩვეულებრივი ქართული გარემო, ქართული სივრცე და ხასიათი. ქართული კულტურის ცენტრი “ფესვები” – “თბილისობის” ჩვეული მასპინძლები – ვანო და შორენა. მიუხედავად პანდემიისა, ამ წელსაც “თბილისობის” გარეშე არ ჩაუვლია ნიუ_იორკს. მადლობა თქვენ ყველაფრისათვის, რასაც აკეთებთ და რასაც ემსახურებით ასე გულით და სულით. ყველა ქართველ ემიგრანტს გილოცავთ ამ დღესასწაულს” – წერს აშშ-ში ქართული დიასპორული ორგანიზაცია “თვისტომის” დამფუძნებელი, ნიკოლოზ ჩხეიძე.

“თბილისობა” ყოველწლიურად შემოდგომაზე აღინიშნება, თუმცა, წელს შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.