გზა ხელოვნებამდე და ჩემპიონობამდე – ქართველი ხელოვანის ასრულებული ოცნება, რომელმაც ათენში ემიგრანტი ქალები გააერთიანა

მაია სააკაძე ათენში მცხოვრები ქართველი ხელოვანია, ლითონის სამკაულების ოსტატი. გარდა ხელოვნებისა, ის სპორტშიც წარმატებული აღმოჩნდა – მშვილდოსნობაში საბერძნეთის ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.

დაიბადა და გაიზარდა ბოლნისის რაიონში. დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი “ინჟინერ-ტექნოლოგის” სპეციალობით. პატარაობიდან უყვარდა ხელსაქმე და სამკაულების დამზადება. საბერძნეთში 23 წელია ცხოვრობს. მიუხედავად რთული პირობებისა, მიზნისკენ სწორი სვლით უამრავ წარმატებას მიაღწია. დაამთავრა ათენის  ოქრომჭედლობის სკოლა, დღეს კი დაგროვილ გამოცდილებას სხვებს უზიარებს.

მაია სააკაძემ ცოტა ხნის წინ, ათენის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში მაღაზია-სახელოსნო MaiaArt გახსნა და ამით აასრულა საბერძნეთში მყოფი ბევრი ემიგრანტი ქალის ოცნებაც. მის ნამუშევრებთან ერთად, სალონში ქართველი ქალბატონების ხელნაკეთი სამკაულებიც იწონებენ თავს.

უკავშირდება თუ არა ხელოვანის სამომავლო გეგმები საქართველოს და როდის იხილავენ მის ნამუშევრებს სამშობლოში – ნახეთ ვიდეობლოგი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.