გიორგი კეკელიძემ ირლანდიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მოსწავლეებისათვის ონლაინ ლექცია ჩაატარა

ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის საკვირაო სკოლა “ლამპარის” ორგანიზებით, 30 სექტემბერს ონლაინ ლექცია “წიგნი და წიგნიერება” გაიმართა. 

ონლაინ ლექცია წაიკითხა გიორგი კეკელიძემ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, პოეტმა, პროზაიკოსმა და ესეისტმა.

გიორგი კეკელიძე დუბლინის საკვირაო სკოლა “ლამპარის” მოსწავლეებს და ირლანდიაში მცხოვრებ ახალგაზრდებს, წიგნის, როგორც კულტურული ფენომენისა და ცოდნის გადაცემის, გაზიარების და განმტკიცების ძირითადი არსის შესახებ ესაუბრა.

ლექცია ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზურაბაშვილმა და დუბლინის საკვირაო სკოლა “ლამპარის” დირექტორმა, ანელი აწკარუნაშვილმა გახსნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.