ლევილის მამულში ქართულ-ფრანგული დღეები გაიმართება

ლევილის მერიის, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ნოე ჟორდანიას ინსტიტუტისა და ასოციაცია “Foyer Géorgien-ის” ინიციატივით, 10 ოქტომბერს  ყოველწლიური, რიგით მე-18 ღონისძიება –  “ქართულ-ფრანგულიდღეები”. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალია. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ქართული ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლები და ქართული ტრადიციული სამზარეულოს დეგუსტაცია.

ლევილის მამული საქართველოს დევნილმა მთავრობამ — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ — 1922 წელს შეიძინეს სახელმწიფო სახსრებით. 2016 წელს მამული საქართველოს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.