იერუსალიმური ტრადიციით, დღეს “ივერთა ჯვრის მონასტრის” დღესასწაულია 

იერუსალიმური ტრადიციით ჯვართამაღლების მომდევნო კვირა დღე ჯვრის მონასტრის დღესასწაულია – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია წერს. 

“ამ ბრწყინვალე კულტურულ-საგანმანათლებლო სულიერ სავანეს ძველი იერუსალიმურიყველა წყარო “ივერთა ჯვარის მონასტრად” იხსენიებს. ჯვრის მონასტერში გაბრწყინებული, იერუსალიმის ეკლესიის მიერ კანონიზირებულიყ ველა წმინდანი უკლებლივ ქართველია. ამ კედლებში დაიწერა “ვეფხისტყაოსანი”, აქ ითარგმნებოდა დასავლური და აღმოსავლური ლიტერატურა; აქ არის დაღვრილი ათასობით ქართველის ოფლიც და სისხლიც. აქ არის რუსთაველის საძვალე. ჯვრის მონასტრის დღესასწაულს გილოცავთ ქართველებო. წელს 60 წელი სრულდება, რაც ჩვენმა დიდებულმა მამულიშვილებმა, დიდმა საზოგადო მოღვაწეებმა – ირაკლი აბაშიძემ, აკაკი შანიძემ და გიორგი წერეთელმა, რუსთაველის დაფარული ფრესკა კვლავ გამოაჩინეს” – წერს  ლაშა ჟვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.