ქართველმა ახალგაზრდამ ვარშავაში პოლონელი მოზარდი თავდასხმისგან იხსნა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ქალაქის პოლიციის უფროსმა პაველ დობროჯეიმ მადლობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქე ნუკრი დავითაშვილს, რომელმაც ბოროტმოქმედებს პოლონელი მოზარდის ძარცვის საშუალება არ მისცა და პოლიციის თანამშრომლებს მათ დაკავებაში დაეხმარა. 

ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთში საქართველოს ელჩი ილია დარჩიაშვილი თავის ტვიტერის გვერდზე ავრცელებს: „ეს ახალგაზრდა ქართველი ნუკრი დავითაშვილია, რომელმაც უპრეცედენტო სიმამაცე გამოავლინა და ახალგაზრდა კაცი ქუჩაში აგრესიული თავდამსხმელებისგან იხსნა. დღეს, პოლიციის უფროსთან ერთად, მადლობას ვუხდით მას ასეთი გაბედული მოქალაქეობრივი საქციელისთვის“, – წერს საქართველოს ელჩი.

წყარო: nostal.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.