საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისათვის ცესკოს თავმჯდომარე ონლაინკონსულტაციას გამართავს 

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეების ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით, 3 ოქტომბერს, თბილსისისდროით 14:00 საათზე, გაიმართება ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას პირდაპირი ვიდეო-ჩართვა.

თამარ ჟვანია უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ონლაინრეჟიმში მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხებზე. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეკითხვების გამოგზავნა შეუძლიათ წინასწარ – ცესკო-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე.

აქვე შეგახსენებთ, იმისათვის, რომ მიიღოთ მონაწილეობა ამა წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები უნდა იმყოფებოდეთსაქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებულნისაზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებით საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, თქვენ უნდა გაიაროთ საკონსულო აღრიცხვა 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.