ბრიუსელის მეტროს ვაგონებში ქართველი პოეტის ლექსი განთავსდა 

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს მწერალთა სახლის თანამშრომლობით, ქართველი პოეტის, ლია სტურუას ლექსი ტრანსპოეზიის ფესტივალში მონაწილეობს.

ფესტივალის ფარგლებში ქართველი პოეტის ლექსი განთავსდა ბრიუსელის მეტროს ვაგონებში ქართულ, ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე. ლექსის ხილვა მსურველებს ბრიუსელის მეტროში 12 ოქტომბრამდე შეეძლებათ, ხოლო 12 ოქტომბრიდან ქართველი პოეტის ლექსი სხვა ევროპელი პოეტების ლექსებთანერთად სენკანტენერისპარკის (ბრიუსელი) ღობეზე განთავსდება.

საქართველოს საელჩოს ინიციატივით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ოთხმა ქართველმა პოეტმა: შოთა იათაშვილმა, მაია სარიშვილმა, ზვიად რატიანმა და ლია სტურუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.