საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება

2 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება.

„ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება. ღონისძიებები მემკვიდრეობის დღეების 2020 წლის პან-ევროპული თემის „მემკვიდრეობა და განათლება“ ფარგლებში გაიმართება.

„ევროპის მემკვიდრეობის დღეების” ჩატარების ინიციატივა ჯერ კიდევ 1985 წელს გაჩნდა, ხოლო 1999 წლიდან ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის სახე მიიღო, რომელშიც ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა იღებს მონაწილებას. ევროპის მემკვიდრე ობის დღეები ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამოფენების, კონფერენციების, საჯარო ლექციებისა და მიზნობრივი ჯგუფებისათვის დაგეგმილი შემეცნებით-გასართობი პროგრამების მეშვეობით  ხელს უწყობს საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციას. ყოველწლიურად, პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები ევროპის საბჭოს მიერ შერჩეული თემის ირგვლივ აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები