ლატვიის უნივერსიტეტში ქართული ანბანის შესახებ გამოფენა გაიხსნა
29 სექტემბერს, ევროპული ენების დღეების ფარგლებში, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ლატვიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამოფენა ქართული ანბანის თემაზე.
გამოფენის გახსნით ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა მაისურაძემ. საქართველოს ელჩი დამსწრეებს ქართული ანბანისა და უძველესი დამწერლობის შესახებ ესაუბრა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ლატვიის უნივერსიტეტის რექტორი, კულტურის სფეროს, დიპლომატიური კორპუსისა და ლატვიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომამდგენლები.
გამოფენა ლატვიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.