გერმანიამ მოგზაურობაზე გლობალური შეზღუდვების რეკომენდაციები გააუქმა
გერმანიის საელჩოს ინფორმაციით,1 ოქტომბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა მოგზაურობაზე გლობალური შეზღუდვების რეკომენდაციები, რომლებიც მსოფლიოს უმეტესი ქვეყნებისთვის იყო დაწესებული. ამიტომ დღეიდან საქართველოსთან მიმართებაშიც ძალაში იქნება განსხვავებული მითითებები:
თუმცა მსოფლიოში კოვიდ-19 პანდემიის დინამიური განვითარების ფონზე შესაძლებელია გარკვეული ქვეყანა კვლავ შეფასდეს რისკის ზონად, თუ იქ ახალი ინფექციების რაოდენობა 100.000 მოსახლეზე ბოლო 7 დღის განმავლობაში ჯამში ორმოცდაათს გადააჭარბებს. ამის შედეგად შესაძლებელია მოგზაურობაზე ახალი გამაფრთხილებელი რეკომენდაციები დაწესდეს.