,,სამშობლოსგან შორს ყოფნა ჰგავს ხეს, რომელსაც არ აქვს ფესვები“…- ქართველი პოეტი და პედაგოგი ათენიდან

მადონა ჯავახიშვილი ათენის 50-ე საჯარო სკოლაში ქართველ ემიგრანტ ბავშვებს მშობლიურ ენას ასწავლის. პოეტი ქალბატონი, მწერალთა კავშირის წევრი, 16 წელია საბერძნეთში ცხოვრობს. ემიგრაციაში ორი პოეტური კრებული გამოუშვა და მალე მესამე წიგნიც იხილავს დღის სინათლეს.

მადონა ჯავახიშვილი ემიგრანტებს, მათ შორის მოზარდებსა და სტუდენტებს ფსიქოლოგიის ლექციებსაც უტარებს. ის ვიდეობლოგში მომავალი თაობისთვის მშობლიურ ფესვებთან კავშირსა და საქართველოსა და საბერძნეთის განათლების სამინისტროების და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ერთობლივი პროექტის „ქართული როგორც მეორე ენა“ წარმატებაზე საუბრობს, ასევე რამხელა მნიშვნელობა აქვს ემიგრაციაში მყოფებისთვის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.

ნახეთ ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკა ,,ემიგრანტული ამბები“.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.