“მთიდან პატარა ვაჟა-ფშაველა ჩამოსულა და გამოცდაზე ფილმის გარჩევას ლექსად წერსო”

გოდერძი ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა,  დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან – კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა.

იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად. 1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. 1977 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.

1980 წელს გამოიცა გოდერძი ჩოხელის პირველი წიგნი “წერილი ნაძვებს”. წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები.  გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს თექვსმეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი.

როგორც თავად იხსენებდა, კინოთი მაშინვე მოიწამლა, როცა პირველად მესამეკლასელმანახა მშობლიურ სოფელში და ეკრანიდან თავისი სახელი გაიგონა – გოდერძი, შვილო! მაშინ არ იცოდა, რომ უბრალოდ ჯარისკაცის მამა თავის შვილს ეძახდა. კინოს სიყვარულმა თეატრალურ ინსტიტუტში მიიყვანა გამოცდაზე, სადაც რუსული ფილმი უნდა გაერჩია. მან კი რუსული არ იცოდა, ცარიელი ფურცლების ჩაბარების შერცხვა და ლექსი დაწერა ირემზე, რომელიც ბარში ჩამოვიდა და დაჭრეს, არწივი და შვლის ნუკრიცშეურია, ყველა მათგანში კი, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი იგულისხმა. სწორედ ამ ლექსმა გადაწყვიტა მისი ბედი. ქალაქში უმალ გავრცელდა ამბავი, რომ მთიდან პატარა ვაჟა-ფშაველა ჩამოსულა და გამოცდაზე ფილმის გარჩევას ლექსად წერსო. თეატრალური ინსტიტუტის მაშინდელმა რექტორმა უთხრა: მიგიღებთ, ოღონდ ქალაქმა არ გაგაფუჭოსო.

ქალაქმა ვერ გააფუჭა გოდერძი ჩოხელი. მის მოთხრობებში, ლექსებსა თუ ფილმებში ბოლომდე შემორჩა სამშობლოს, ბუნების, ადამიანის სიყვარული. ამიტომ წარმატებამაც არ დააყოვნა. პირველი გრან-პრი საკურსო ნამუშევარმა “ადგილის დედამ” მოუტანა ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე. მოგვიანებით იყო “ვერცხლის ნიმფა” ფილმისათვის“ცოდვის შვილები” 1991 წელს. იმავე წელს მიიღო იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი, პრიზები საუკეთესო სცენარისა და რეჟისურისათვის– თბილისის “ოქროს არწივის” ფესტივალზე 1992 წელს. გრან-პრი ანაპისფესტივალზე “კინოშოკი” – ფილმისათვის“სამოთხის გვრიტები”(1997 წელი). ამავე ფესტივალზე 1998 წელს “ლუკას სახარებამ” აიღო პრიზი საუკეთესო სცენარისათვის.

მისი პირველი წიგნი “წერილი ნაძვებს” 1980 წელს გამოიცა. მას მოჰყვა “ბინდისფერი ხეობა”, “ადამიანთა სევდა”, “შემინახე, დედაო მიწავ” და ა.შ. ყველა ფილმი თუ მოთხრობა მშობლიურ გუდამაყარსეძღვნება და მისდამი უდიდესი სიყვარულითაა გაჟღენთილი. მის ნაწარმოებებში ერთდროულად იგრძნობა სევდა და სიცოცხლის სიყვარული. როგორც თვითონ წერდა, “სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნისტკბილი სევდა.”

ambioni.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.