საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დროებით ლეგალურად დასაქმდებიან

საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მოქალაქეების ისრაელში დროებით დასაქმების შესახებ, წერს საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში.

„დღეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაბი აშკენაზისთან ერთად ხელი მოვაწერე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ“, — ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ დიდი თანხების გადახდა იმისთვის, რომ ლეგალურად დასაქმდნენ ქვეყანაში. ამაზე უკვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სიციალური დაცვის სამინისტრო იზრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.