მიკრო და მცირე მეწარმეობის სახელმწიფო საგრანტო კონკურსი 5 ოქტომბრიდან დაიწყება

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო საგრანტო პროგრამა 2020-ის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ აცხადებს საგრანტო კონკურსს ამა წლის 5 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამოქალაქეებს, რომელთაც აქვთ სურვილი საქართველოში წამოიწყონ საკუთარი საქმე. პროგრამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს და  მის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.

აღნიშნული მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიზანია საქართველოში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

პროგრამა ორ კომპონენტს მოიცავს:

ფინანსურ მხარდაჭერას – ბიზნესის წამოწყებისათვისან/და არსებულის გაფართოება-გადაიარაღებისათვის. ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვისმიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას მაქსიმუმ 30 000 ლარის გრანტის ოდენობით;

ტექნიკურ დახმარებას – გულისხმობს მეწარმეობაში და ბიზნესგეგმის შედგენაში ტრენინგების ჩატარებას პოტენციური ბენეფიციარებისთვის.

პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულია:

  • ინტელექტუალურ სერვისზე ორიენტირებული პროექტები;
  • განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტი;
  • მაღალი ინკლუზიურობისმქონე სექტორებზე ორიენტირებული პროექტები;
  • ახალი ბიზნესის წამოწყება;
  • ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
  • სოფლად/მაღალმთიან სოფელში ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება.

პროგრამის პირობების თანახმად, საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე – მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა.

პროგრამა მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

საგრანტო განაცხადების მიღება იწარმოებს 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.