ენების ევროპული დღის ფარგლებში, ქართული ენა ბერლინის ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი 

29 სექტემბერს გერმანიის დედაქალაქ ბერლინის ანტონ-ზაფკოვისბიბლიოთეკაში გაიმართა ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.  ბერლინის ერთ-ერთი გიმნაზიის 32-მა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს საელჩოსა და EUNIC Berlin მიერ გამართულ ქართული ენის გაკვეთილში.

საელჩოს კულტურის განყოფილების სტაჟიორმა მარიამ კირვალიძემ ჩაატარა ქართული ანბანისა და დამწერლობის შესახებ პრეზენტაცია, რის შემდეგაც ინტერაქტივის რეჟიმში გაგრძელდა ღონისძიება.

ენების ევროპული დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ყველა დაინტერესებულ ადამიანს საშუალებას აძლევს სხვადასხვა ენაში მინის გაკვეთილები მოსინჯოს,ასევე, გაეცნოს ინფორმაციას ამა თუ იმ ენისა და დამწერლობის ისტორიის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.