ცხრა ძმისთვის აღმართული 9 ჯვარი და ლეგენდა ულამაზეს სალოცავზე 

ცხრაჯვარი წმინდა გიორგის სახელობის სალოცავია, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, ნაქერალას უღელტეხილთან, ტყიბულის თავზე აზიდულმთაზე, იმერეთის მხარეში მდებარეობს.

არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, ადრე ერთ-ერთი ოჯახიდან ომში 9 ვაჟი წასულა. თურმე, ვაჟების მამა ყოველდღიურად ლოცულობდა, რომ ვაჟები უვნებლად დაბრუნებულიყვნენ შინ. მამამ გადაუწყვიტავს შესაწირი გააკეთებინა და ტყიბულის მთებზე ჯვარი აღუმართავს,  საკუთარი მხრებით აუტანია მთაზე 9 ჯვარი და სალოცავი გაუკეთებია. ომის დასრულების შემდეგ, თურმე ყველა ვაჟი შინ უვნებელი დაბრუნდა. მას შემდეგ ამ სალოცავს მნახველი არ მოჰკლებია.

კიდევ ერთი ლეგენდის მიხედვით: დიდი ხნის წინათ, სვანეთში ძმებ სოფრომიანებსთავადი მოუკლავთ, სვანეთიდან გადასახლებულან და ოკრიბის პატარა სოფელში ჩასახლებულან; გვარი კი სოფრომაძედგადაუკეთებიათ. რამდენიმე ხნის შემდეგ სოფრომაძეებისგვარს ღვთის რისხვა დასტყდომიათ თავს, ახალშობილი ძე სოფრომაძეებივერაფრით აღწევდნენ სრულწლოვან ასაკს და იღუპებოდნენ. შეძრწუნებული მოსახლეობა ერთ დღესაც ღია ცის ქვეშ შეკრებილა და უფლისთვის უთხოვიათ, ოღონდ ძე გაგვიზარდე, ჩვენ მტრედს ავაფრენთდა სადაც ის დაჯდება, იქ უფლის სადიდებლად სალოცავს ავაშენებთ.

მართლაც, აუფრენიათ მტრედი უხუცეს სოფრომაძეებს, რომელიც თურმე ამ მთის თავზე დაფრენილა. სულ ხელით უზიდავთქვები დაბლიდან მთაზე სოფრომაძეებს, ბევრი კიდეც შეწირვიასალოცავის მშენებლობას, მაგრამ საბოლოოდ, დიდი შრომის და წვალების შემდეგ მთაზე პატარა სალოცავი აუგიათ. სალოცავის აგების ბოლო დღეს სოფრომაძეებსნადიმი გაუმართავთ, დაუკლავთ უამრავი დეკეული თუ ფრინველი. შუა ნადიმის დროს შეზარხოშებულებსჩხუბი მოსვლიათ, იარაღად კი დეკეულისბასრი ძვლები გამოუყენებით, ცოდვილებს ერთმანეთი სასტიკად დაუჭრიათ და სისხლი დაუღვრიათ. როცა გამოფხიზლებულან სინანულში ჩავარდნილან, მუხლებზე დამხობილანდა უფლისთვის უთხოვიათ პატიება. მას შემდეგ სოფრომაძეებიყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს, როცა ცხრაჯვარის დღესასწაული აღინიშნება,  უფალს ადიდებენ და ხორცს არ ჭამენ თურმე.

ამ გამორჩეული სალოცავის 2 ლეგენდას მკითხველს Georgian Travel Guide უყვება  არავინ იცის, ამათგან რომელია ცხრაჯვარის ნამდვილი ლეგენდა, თუმცა, ალბათ ორივე მათგანს ერთდროულად არსებობაც შეუძლია.

ცხრაჯვარი სულ უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება, სალოცავიდან  გადაშლილი ულამაზესი ხედი კი ერთნაირად აღაფრთოვანებს, როგორც ქართველ, ასევე, უცხოელ მნახველებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები