,,ერთმანეთს ხშირად უნდა ჩავეხუტოთ და ვუთხრათ მიყვარხარ…“– ცუცა კაპანაძის ემოციური ჩართვა აშშ-დან

მსახიობი ცუცა კაპანაძე 14 წელზე მეტია აშშ-ში, ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრის (Dancing Crane Company – Georgian Cultural Center) გუნდის წევრია და ქართულ თეატრს ხელმძღვანლობს.

პანდემიის მიუხედავად, ცენტრმა 5 სექტემბერს განაახლა საქმიანობა და დაწყებულ პროექტებს აგრძელებს. როგორია ცხოვრება ოკეანის გადაღმა დიდ მეგაპოლისში და რა გეგმები აქვს სამომავლოდ ემიგრანტ მსახიობს, ვიდეობლოგში ,,მედიატორი“ ნიუ-იორკიდან საუბრობს.

,,შეიძლება ინტერნეტით ხშირად ვუყურებთ ერთმანეთს, მაგრამ ეს ის არ არის, რაც გვჭირდება. ადამიანს აუცილებლად უნდა შეეხო, შენს ოჯახის წევრს უნდა ჩაეხუტო და ხშირად უთხრა მიყვარხარ…“ – ამბობს ინტერვიუში მსახიობი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.