ქართველი პოეტის შემოქმედებითი საღამო ევროპული პოეზიის ფესტივალ “Transpoesie”-ის ფარგლებში გაიმართება

ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ევროპული პოეზიის ვირტუალურ ფესტივალზე ქართველი პოეტის, ლია სტურუას შემოქმედებითი საღამო გაიმართება. 

საღამო 2020 წლის 30 სექტემბერს, ბრიუსელის დროით 20:00 საათზეა დაგეგმილი და მასში ქართველ ავტორთან ერთად, მონაწილეობას სხვა ევროპელი პოეტებიც მიიღებენ. ვირტუალურ ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

ლია სტურუა გალაკტიონ ტაბიძისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატია.წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები