რომში ქართული ღვინის პროფესიონალური დეგუსტაცია გაიმართა

25-26 სექტემბერს, საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, “RISERVA GRANDE” -სა და თამარ ჭიჭიბოშვილის ორგანიზებით, რომში ქართული ღვინის 4 პროფესიონალური დეგუსტაცია გაიმართა.

წარმოდგენილი გახლდათ 5 მწარმოებლის – ველინოს, 8 მილენიუმის, ძმები ხუციშვილების მარნის, აბდუშელიშვილის მარნის და ნაფერის 19 სახეობის ღვინო.

დეგუსტაციას ესწრებოდნენ ცნობილი სომელიეები, ღვინის ჟურნალისტები, ენოთეკებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ქართული ღვინის ტრადიციაზე  ესაუბრა საქართველოს ელჩი იტალიაში კონსტანტინე სურგულაძე, იმპორტიორი კომპანია ‘’8მილენიუმის’’ ხელმძღვანელი ირაკლი სვანიძე, ღონისძიების ირგანიზატორი, სომელიე  თამარ ჭიჭიბოშვილი და საელჩოს წარმომადგენლები.

დეგუსტაციას უძღვებოდა რომის სომელიეთა აკადემიის  კომპანია ‘’რიზერვა გრანდეს’’ პრეზიდენტი, ტოპ სომელიე მარკო კუმი. დეგუსტაციის მონაწილეებს, ქართულ ღვინოსთან ერთად, საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ყველის სახეობებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები