ქართული კინოს ტრიუმფი სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე

ქართული კინოს დიდი წარმატება  ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს  კინოფესტივალზე.

კინოფესტივალის მთავარი ჯილდო – “ოქროს ნიჟარა” გადაეცა დეა კულუმბეგაშვილის ფილმს “დასაწყისი”!

და კიდევ სამი მთავარი ჯილდო:

დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა)

ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა)

დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი)

„საუკეთესო სცენარი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი ქალი(მე) რეკორდი მოვხსენით. ცუდად ვარ ისეთი შოკი მაქვს, საქართველო, გილოცავ“, – ამბობს ია სუხიტაშვილი.

ფილმი “დასაწყისი” იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მძინარე პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, მას შემდეგ რაც იგი საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.