World of Diaspora-ს დაფინანსებით, “აფხაზური პოეზიის ანთოლოგია” ქართულ ენაზე გამოიცა
ქართულ ენაზე 65 აფხაზი ავტორის “აფხაზური პოეზიის ანთოლოგია” გამოიცა – ლექსები და პოემები, აფხაზური ლიტერატურის მკვლევარმა და პოეტმა, ნიკა ბაძაღუამ თარგმნა.
ანთოლოგიის გამომცემელ-რედაქტორის, ზაურ ნაჭყებიას თქმით, აფ ხაზური პოეზიის ნიმუშები გასული საუკუნის 20-30 წლებიდან გახდა მკითხველისთვის ხელმისაწვდომი.
“აფხაზური პოეზიის ანთოლოგია” ორგანიზაცია ჰოლანდიაში დაფუძნებული ორგანიზაციის, World of Diaspora-ს დაფინანსებით გამოიცა.
ორგანიზაციის თანადამფუძნებლის, ლალი ბუთბაიას თქმით, ეს ანთოლოგია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს:
“აფხაზური პოეზიის ანთოლოგიის” წარდგენა, ნიდერლანდების სამეფოში, შემოდგომაზე იგეგმებოდა, თუმცა covid-19-ის პანდემიის გამო, გეგმები შეიცვალა. ვიმედოვნებთ, წიგნის პრეზენტაცია ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველებისა და აფხაზებისთვის, გაზაფხულზე გაიმართება“.