თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დღეს გაიხსნა 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი დღეს გაიხსნა. ფესტივალი სრულად ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. 

ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს 12:00-დან 19:00 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქგვერდზე, პირდაპირი ჩართვებით გადაიცემა.

ფესტივალში 20-ზე მეტი გამომცემლობა მონაწილეობს. თითოეული მათგანი სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას სთავაზობს მკითხველებს. წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებ-გვერდზე – www.gpba.ge მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.