7 ოქტომბერს „საკრავების კატალოგის“ პრეზენტაცია გაიმართება

7 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბაღში ახალი გამოცემის – „საკრავების კატალოგის“ პრეზენტაცია გაიმართება.

ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმისა და ფონდ „ქართული გალობის“ ახალი ორენოვანი გამოცემა საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტების მიხედვით, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა. წიგნი შედგება ფოტოალბომისა და თავად კატალოგისაგან. მასში წარმოდგენილია ქართული, აღმოსავლური და ევროპული, მათ შორის, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საკრავები.

მსგავსი ტიპის გამოცემა საქართველოში პირველია. ფოტოალბომში შესული 153 საკრავის 370-ზე მეტი ფოტო სრულყოფილად ასახავს მუზეუმში დაცული ყველა სახეობის, ჯგუფისა და ქვეჯგუფის საკრავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.