საქართველოს მოქალაქეებს, ესტონეთში შესვლის შემთხვევაში, სავალდებულო თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ
22 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეები და რეზიდენტები ესტონეთში ჩასვლის შემთხვევაში, ექვემდებარებიან 14-დღიან თვითიზოლაციას.
ალტერნატივის სახით, საქართველოს რეზიდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ქვეყანაში ჩასვლისთანავე ტალინის აეროპორტში, ასევე, ტალინის პორტში, ჩაიტარონ ტესტი კორონავირუსზე.
იმ შემთხვევაში, თუ ტესტის პასუხი აღმოჩნდება უარყოფითი, მათ მიეცემათ ქვეყანაში ძალზე შეზღუდულად გადაადგილების შესაძლებლობა, ძირითადად მუშაობის ან სასწავლო მიზნებით.
განმეორებითი ტესტი უნდა ჩატარდეს პირველი ტესტის პასუხიდან სულ მცირე 7 დღის შემდეგ. თუკი პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, შესაბამისი პირები შეძლებენ სრულად დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.