ამერიკული მოთხრობების საათის შემოდგომის სეზონი გაიხსნა
სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, ამერიკის საელჩოში სურთ ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დაეხმარონ. ფეისბუქ ლაივის მეშვეობით სამუშაო დღეებში 14:00 საათიდან ამერიკელი დიპლომატი ინგლისურად წაიკითხავს მოთხრობებს. ინგლისურის სამეცადინოდ და ამერიკის შესახებ მეტის გასაგებად ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა.
დაიწყო ამერიკული მოთხრობების საათის შემოდგომის სეზონი და მას ალთეა ქოლი-მერფრი შემუერთდა, რომელმაც ბავშვებს „Monster Bugs” წაუკითხა.
„ჩვენ გვსურს, რომ თითოეულმა ბავშვმა ყოველდღე რაღაც ახალი ისწავლოს. ვიცით, რომ თქვენ ყველანი სწავლობთ ინგლისურს, ამიტომ გვინდა, დაგეხმაროთ ამ პროცესში.
შემოგვიერთდით ამერიკული მოთხრობების საათის შემოდგომის სეზონზე, რომელიც ამერიკის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე ყოველდღე, 14:00 საათზე გავა. წაიკითხეთ ჩვენთან ერთად. ამისათვის ჩართეთ სუბტიტრები CC, ვიდეოს პარამეტრებიდან.
მადლობას ვუხდით ამერიკულ გამომცემლობა „Pinguin Random House”-ს, რომელმაც ნება დაგვრთო, მათი გამოცემული წიგნები ქართველი ბავშვებისთვის წაგვეკითხა.“ – ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.