ავიაკომპანია FlyUIA მგზავრებს თბილისიდან კიევის გარდა ტრანზიტულ ფრენებსაც სთავაზობს

„ავია ნიუსის“ ინფორმაციით, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს აანონსებს. ავიაკომპანია მგზავრებს თბილისიდან კიევის გარდა ტრანზიტულ ფრენებსაც სთავაზობს.

ავიაკომპანიის ვებგვერდზე ავიაბილეთების შეძენაც უკვე შესაძლებელია. FlyUIA ბილეთებს 2 ნოემბრიდან ყიდის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ რეგულარულ რეისებზე შეზღუდვები 2020 წლის 21 მარტიდან აამოქმედა და არსებული შეზღუდვა 31 ოქტომბრის ჩათვლით მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები