“ნაბეღლავი” იაპონიის სააფთიაქო ქსელში გაიყიდება 

იაპონიაში საქართველოს საელჩოს იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის, Kowa-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ.

კომპანია Kowa-მ ქართული მინერალური წყალი, ნაბეღლავი იაპონიის უმსხვილეს სააფთიაქო ქსელებში შეიტანა. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მათი ინტერესი ქართული წყლის სასარგებლო თვისებებმა გამოიწვია, რაც მათ მიერვე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა.

“ნაბეღლავის” პოპულარულობა იაპონიაში დღითი დღე მატულობს,  სუპერმარკეტებში მინერალური წყალი სპეციალურად იაპონიისთვის შექმნილი, ორიგინალური შეფუთვით იყიდება, რომელზეც საქართველოს კულტურული ღირსშესანიშნაობებია დატანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.