“ახალგაზრდა ქართველი პოეტების ანთოლოგია“ ბერძნულ ენაზე გამოიცა

ბერძნული გამომცემლობა „Vakxikon Publishing Group“-ის მიერ „ახალგაზრდა ქართველი პოეტების ანთოლოგია“ ბერძნულ ენაზე გამოიცა.

ანთოლოგია საქართველოს მწერალთა სახლის თანადგომით დაიბეჭდა, მისი შემდგენელი და წინასიტყვაობის ავტორია შოთა იათაშვილია, ხოლო თარგმანი ეკუთვნის ელინისტ სოფიო შამანიდს.

„ახალგაზრდა ქართველი პოეტების ანთოლოგიაში“ შესულია დიანა ანფიმიადის, გიორგი არაბულის, ბექა ახალაიას, ნინი ელიაშვილის, დათო ყანჩაშვილის, გიორგი კეკელიძის, ზაზა კოშკაძის, ნიკა ლაშხიას, ლია ლიქოკელის, გიო ლომიძის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის, სალომე ბენიძის, ერეკლე დეისაძის, პაატა შამუგიას, გიორგი შონიას, ზურა ჯიშკარიანის, თორნიკე ჭელიძის, ალექს ჩიღვანიძის და გიორგი ჩუთლაშვილის ლექსები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.