“დასაწყისი” ტორონტოში კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ჯილდოს მფლობელი გახდა

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “დასაწყისი” ტორონტოში კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ჯილდოს მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ სულ მალე ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც “დასაწყისი” ფესტივალის მთავარი ჯილდოს – “ოქროს ნიჟარის” მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ფილმი იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მძინარე პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, მას შემდეგ რაც იგი საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.