კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის კონკურსში ჯვრის მონასტრის პროექტმა გაიმარჯვა

ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის კონკურსში ჯვრის მონასტრის პროექტმა გაიმარჯვა. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

„მიმდინარე კვლევით სამუშაოებს, რომელსაც ასევე აშშ-ის მთავრობა აფინანსებს დაემატება შენობის მთლიანი გარე ფასადის საკონსერვაციო სამუშაოები, რაც მოიცავს ოთხივე ფასადს, გუმბათს რვავე მხარეს და კედლის ზედაპირს, დაახლოებით, 1 200 კვადრატული მეტრის ფართობს.“ – ნათქვამია განცხადებაში.

სამუშაოებს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები