ახალი ამბები დიასპორები სლაიდერი

ბათუმსა და რუმინეთის ქალაქ კონსტანცას შორის დაძმობილების შეთანხმებას მოეწერა ხელი

ქალაქ ბათუმსა და რუმინეთის ქალაქ კონსტანცას შორის დაძმობილების შეთანხმებას მოეწერა ხელი. ცერემონიაზე, რომელიც დისტანციურად შედგა, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ქალაქ კონსტანცის მერმა, დეჩებალ ფეგედეუმ და ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა.

შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და რუმინეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში, მარია მიხაი ანიშოარა, ასევე – ორი ქალაქის ვიცე-მერები და მერიების შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.

„საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობების დადებითი დინამიკა და ორ საპორტო ქალაქს შორის კავშირების გაღრმავება მნიშვნელოვანია როგორც ორმხრივი ურთიერთობების კუთხით, ასევე მთლიანად შავი ზღვის რეგიონისათვის.

ბათუმსა და კონსტანცას თავიანთი განსაკუთრებული ადგილმდებარეობით, შეუძლიათ შეასრულონ უმნიშვნელოვანესი როლი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო კორიდორის განვითარების საქმეში. ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის განმტკიცება ხელს შეუწყობს მთლიანად შავი ზღვის რეგიონში, ეკონომიკურ განვითარებასა და მშვიდობას.” – ნათქვამია რუმინეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

სხვა სიახლეები

დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალი CinéDOC-Tbilisi იწყება

Editor

28 თებერვალს ლომერ ახვლედიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

Editor

რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს სახელმწიფო უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად 

Editor

წელს ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანა საქართველოა

Editor

ისრაელში, ქართული საკვირაო სკოლა ,,მამული” ახალ სასწავლო წელს ახალ შენობაში შეხვდა

Editor

“Georgische Music Verein” – ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ქართველი ხელოვანები გერმანიაში

Editor