ქართულ – იტალიური კულტურული ორგანიზაცია ‘’Bottega del Teatro” კლასიკური მუსიკის კონცერტების სერიას იწყებს

იტალიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით,  ქართულ – იტალიური კულტურული ორგანიზაცია ‘’Bottega del Teatro”, რომელსაც ლიკა ლეჟავა ხელმძღვანელობს, იტალიის მარკეს რეგიონის ისტორიულ ვილებში, კლასიკური მუსიკის კონცერტების სერიას იწყებს.

პირველი კონცერტი ჩატარდება ვილა კატანი სტუარტის იტალიურ ბაღში, რომლის ისტორიაც მე-17 საუკუნიდან იწყება.

კონცერტში მონაწილეობას იღებს სოპრანო, რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს სახელობის საერთაშორისო აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ლეჟავა, ტენორი- ზურაბ ზურაბიშვილი და კონცერტმეისტერი – პაოლა მარიოტი.

კოვიდ-19-ის რეგულაციების გამო, ადგილები შეზღუდულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.