ინფორმაცია ავსტრიული უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტებისთვის

საქართველოს საელჩო ავსტრიაში ავრცელებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ქართველი სტუდენტების საყურადღებოდ, რომლებმაც ავსტრიული უნივერსიტეტებიდან სწავლის დაწყების ნებართვა (Studienzulassung) მიიღეს.

„გთხოვთ, გაეცნოთ ქ. ბაქოში ავსტრიის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ავსტრიაში სწავლის დაწყების მსურველებს, რომლებმაც ავსტრიული უნივერსიტეტებიდან ნებართვა მიიღეს, გამონაკლისის სახით ექნებათ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ ავსტრიაში და განაცხადი სტუდენტურ ვიზაზე ადგილზე გააკეთონ:

https://www.bmeia.gv.at/oeb-baku/

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლისას თან უნდა იქონიოთ ავსტრიის უნივერსიტეტიდან მიღებული ნებართვა (Studienzulassung) და აქტუალური PCR-Test, რომელიც გაცემული უნდა იყოს არაუგვიანეს 72 საათისა.

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში მადლობას უხდის ავსტრიულ მხარეს თანამშრომლობისა და პრობლემის გადაწყვეტაში გაწეული დახმარებისთვის!“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები