შქმერულის სწრაფი მომზადების პაკეტები იაპონიის სუპერმარკეტებში გაიყიდება

დღეიდან იაპონიის ერთ-ერთი ცნობილი სუპერმარკეტების ქსელ “ოდაკიუ“-ში შქმერულის სწრაფად მომზადებადი პაკეტები გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ პაკეტების შეფუთვაზე საქართველოს დროშა და თბილისის ხედია დატანილი. წარწერაში კი ხაზგასმულია, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ხოლო ქართველი ხალხი დღეგრძელობით არის ცნობილი.

შქმერული იაპონიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს – მიმდინარე წელს ის ჯერ “იაპონიის ჰიტად ქცეული პროდუქტების” რეიტინგში მეორე ადგილზე მოხვდა, ხოლო შემდეგ იაპონიის სწრაფი კვების ქსელის, “მაცუიას” მიერ გამართულ ონლაინ “არჩევნებში” 47,711 ხმით  გაიმარჯვა. შედეგად, შქმერული კიდევ რამდენიმე თვით “მაცუიას” 1000-მდე ფილიალის მენიუში დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები