ახალი ამბები დიასპორები ინტერვიუ სლაიდერი

იტალიაში საქართველოს საკონსულოს ინიციატივითა  და დიასპორული ორგანიზაცია – „ნინა და საქართველოს“ მხარდაჭერით, ემიგრანტებს სხვადსხვა სახის მომსახურება გაეწიათ

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ახლადდანიშნული კონსული იტალიაში, ნატალია კორძაია, ქალაქ ნაპოლს ეწვია და ემიგრანტებს ადგილზე გაუწია მათთვის მნიშვნელოვანი საკონსულო მომსახურება. შეხვედრები 11 და 12 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, ემიგრანტთა მოთხოვნით, თარიღები შეიცვალა და მომსახურება მათ ადგილზე 10 და 11 სექტემბერს გაეწიათ. 

“გამომდინარე იქიდან, რომ საკონსულო მხოლოდ რომში მდებარეობს, ემიგრანტებისათვის, რომლებსაც ძალიან მცირე დასვენების დღეები აქვთ, დიდი სირთულეს წარმოადგენს სხვადასხვა მომსახურების მისაღებად საკუთარი ქალაქებიდან რომში ჩასვლა – ეს დროსა და ფინანსებთანაა კავშირში. სწორედ ამიტომ, საქართველოს ახლადდანიშნულმა კონსულმა გადაწყვიტა, ადგილზე სწვეოდა ემიგრანტებს, გასცნობოდა მათ საჭიროებებს და აღმოეჩინა სხვადსხვა ტიპის დახმარება. ბუნებრივია, ჩვენი ორგანიზაცია გვერდით დაუდგა ამ ინიციატივას.

თარიღების ცვლილება კი თავად ემიგრანტებმა მოითხოვეს, გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც წესი, ხუთშაბათი ემიგრანტებისათვის დასვენების დღეა, გადაწყდა, სწორედ ამ დღეს გადმოგვეტანა შეხვედრა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრმა ემიგრანტმა ისარგებლა მომსახურებით, ფაქტობრივად, ორი დღის განმავლობაში ნაკადი არ შეწყვეტილა. პროექტის ფარგლებში მათ მიიღეს სხვადასხვა ტიპის მომსახურება – როგორც დოკუმენტაციასთან ასევე საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით.

 აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო საკონსულოს თანამშრომელს, ქალბატონ დიანა ლიპარტელიანს, რომელიც მუდმივად მზადაა ემიგრანტების მხადაჭერისათვის, ჩართულია ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტში და გვერდით უდგას ჩვენს ორგანიზაციასაც – მისი თაოსნობითა თუ მხარდაჭერით, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე განხორციელდა – ამბობს “ქართულ კვირასთან” საუბარში ქართული დიასპორული ორგანიზაციის “ნინა და საქართველოს” ხელმძღვანელი, ნინა ლაფაჩიძე.

როგორც იგი აღნიშნავს, საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა მნიშვნელოვანია როგორც თავად ემიგრანტებისათვის, ასევე საელჩოსთვისაც, რადგან ერთ მხარეს ჰქონდეს ინფორმაცია ქვეყანაში მყოფი ემიგრანტების ზუსტი რაოდენობისა და მათი საჭიროებების შესახებ, ხოლო მეორე მხარემ სწორედ ამ საჭიროების შესაბამისად მიიღოს დახმარება და მხარდაჭერა. გარდა ამისა, საკონსულო აღრიცხვა კიდევ უფრო აქტუალური ხდება საარჩევნო წელს, რათა ემიგრანტებმა ისარგებლონ მათი კონსტიტუციური უფლებით და მიიღონ მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში.

გამომდინარე იქიდან, რომ იტალიაში საქართველოს საკონსულო მხოლოდ ორ ქალაქში – რომსა და ბარიში მდებარეობს და ემიგრანტების ნაწილს სხვადასხვა მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდება,  მსგავს შეხვედრებს,  ქართველი ემიგრანტებისთვის ადგილზე მომსახურების გაწევის მიზნით,  პერმამენტული ხასიათი ექნება.  საკონსულო მომავალშიც გეგმავს ეწვიოს იმ ქალაქებს, რომლებიც რომიდან მოშორებით მდებარეობს.

სხვა სიახლეები

ვარშავა-თბილისის რეისით სამშობლოში კიდევ 171 ადამიანი დაბრუნდა

Editor

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან თურქეთში დედა ენის მასწავლებლობამდე – ნატალია დვალის ისტორია

Editor

ქართველი არქიტექტორები სასწავლო ტურით შვედეთს სტუმრობენ

Editor

ქართული დოკუმენტური ფილმი Underhill Fest „2020 წლის საუკეთესო ფილმის” ჯილდოს მფლობელი გახდა

Editor

ფეხით მოსიარულე სიკეთე

Editor

მარნეულელმა ქალებმა მოსავლის შესანარჩუნებლად კორონავირუსით ინფიცირებული ოჯახის ბაღი გათოხნეს

Editor