იტალიაში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა

იტალიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქალაქ ბარიში გაიხსნა საქართველოს გენერალური საკონსულო, რომელიც მ. წ. 1 ოქტომბრიდან დაიწყებს იტალიის შემდეგ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მომსახურებას:

  • პულია,
  • ბაზილიკატა,
  • რეჯო – კალბრია
  • სიცილია.

გენერალური საკონსულოს მისამართია: Via Vito Nicola de Nicolò, 48 – Bari 70121

ტელ: +393386164952

„პირველ ეტაპზე, გენერალური საკონსულო ფუნქციონირებას შეუდგება შეზღუდული საკონსულო ფუნქციებით. კერძოდ, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სამართლებრივი კონსულტაციები და ასევე, დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

ამასთან, გვსურს, დამატებით გაცნობოთ, რომ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე.

შესაბამისად, მ.წ.14 სექტემბრიდან შესაძლებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, შემდეგი ვებ-გვერდის გამოყენებით:

https://www.geoconsul.gov.ge/​

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია, ასევე, პირადი ვიზიტისა და საფოსტო გზავნილის მეშვეობითაც.“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.